| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რუსულმა ენერგოკომპანიებმა შეადგინეს იმ საფრთხეების ჩამონათვალი, რომლებიც მათ საერთაშორისო სანქციების გამო ელის. პირველ რიგშია ენერგობლოკების ექსპლუატაცია, რომელიც კრიტიკულადაა დამოკიდებული იმპორტულ აღჭურვილობაზე -უარეს შემთხვევაში შესაძლებელი იქნება რუსეთში მოქმედი თბოელექტროსადგურების გაჩერება.
ამ დროისთვის იმპორტული ტურბინები დგას მთლიანობაში 35 გიგავატის ენერგოგენერაციის სიმძლავრეებზე. რუსეთის ენერგიის მწარმოებელთა ასოციაციაა საჭიროდ მიიჩნევს ენერგობლოკებს დროებით გაჩერების განრიგის შედგენას და პროცედურებს გამარტივებას. ამ დროისთვის რუსულ თბოელექტროსადგურებზე მოქმედებს 100-ზე მეტი იმპორტული ტურბინა, რაც თბოელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრის 20%-ს შეადგენს.
ნაწილობრივ გამოსავლად განიხილება აღჭურვილობის შემოტანა ჩინეთიდან, ინდოეთიდან, და ირანიდან, თუმცა, გაურკვეველია, რამდენად გარისკავენ ეს ქვეყნები დასავლური სანქციების წინააღმდეგ წასვლას - ისინიც მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები დასავლურ ტექნოლოგიებზე. ასევე პრობლემაა ენერგომატარებლების ფასების ზრდა, და ამ კუთხით ასოციაცია სთავაზობს მთავრობას ელექტროსადგურებისთვის საწვავს ფასის ლიმიტის შემოღებას ურჩევს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss