ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კობა გვენეტაძე ფულის გლობალური კვირეულის საერთაშორისო პანელზე ისაუბრა
21 მარტი, 2022, 18:27
კობა გვენეტაძე ფულის გლობალური კვირეულის საერთაშორისო პანელზე ისაუბრა

თბილისი (GBC) - ფულის გლობალურ კვირეულს მსოფლიოს მასშტაბით 170-ზე მეტ ქვეყანაში მეათე წელია აღნიშნავენ. საქართველოს ეროვნული ბაკნის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოში ფულის გლობალური კვირეული 2014 წლიდან აღინიშნება და მასში ყოველწლიურად ათზე მეტი ორგანიზაცია ერთვება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო საიუბილეო კვირეულის გახსნით ღონისძიებაში, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/INFE) ორგანიზებით გაიმართა.

 

კობა გვენეტაძემ კვირეულის გახსნისადმი მიძღვნილ პანელზე ვრცლად ისაუბრა ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე და მონაწილეებს ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები გააცნო. მან აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი ფინანსურ განათლებას ყოველთვის განიხილავდა, როგორც მომხმარებელთა ფინანსური დაცვის სისტემის აუცილებელ ნაწილს, ამიტომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

 

"2020 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საზოგადოებას ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა - FinEdu.gov.ge წარუდგინა. FinEdu.gov.ge-ზე თავმოყრილია ფინანსური განათლების თემაზე არსებული საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, სასარგებლო რჩევები, კალკულატორები, პუბლიკაციები, ბროშურები, თემატური სახელმძღვანელოები და ბლოგი. აღსანიშნავია, რომ FinEdu.gov.ge მომხმარებელს მიუკერძოებელ და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამის ინფორმაციას აწვდის. პლატფორმის მომხმარებლები ძირითადად ახალგაზრდები არიან. ვფიქრობთ, აუდიტორიის მოსაზიდად უახლოეს წლებში ჩვენი მთავარი ინსტრუმენტები ონლაინ საკომუნიკაციო არხების განვითარება და სხვადასხვა აქტივობის განხორციელება იქნება. ქვეყანაში ფინანსური განათლების დონის ამაღლების მიღწევა მხოლოდ ყოვლისმომცველი მიდგომით და ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. გასათვალისწინებელია, რომ ის აუდიტორია, რომელზეც ახლა ფოკუსირებულია ჩვენი საქმიანობა, 10 წელიწადში ფინანსურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული თაობა იქნება. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ფინანსური წიგნიერებისკენ მიმართული ჩვენი ძალისხმევა მათ პასუხისმგებლიანი და ჯანსაღი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

 ფულის გლობალური კვირეული წელს 21-დან 27 მარტის ჩათვლით აღინიშნება. კვირეულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ეროვნული ბანკისა და მისი ფინანსური განათლების პორტალთან - Finedu.gov.ge - სთან ერთად კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები