ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გვენეტაძე EIB-ის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა
21 მარტი, 2022, 16:41
 გვენეტაძე EIB-ის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა

თბილისი (GBC) - უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ეკონომიკურ შედეგებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის (European Investment Bank - EIB) რეგიონულმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, მაჩიე ჩურამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა EIB-ის რეგიონულ წარმომადგენელს დეტალურად გააცნო ეროვნული ბანკისა და ქართული ფინანსური სექტორის მიდგომები საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო პანდემიის ნეგატიურ გავლენებსა და მისი დაძლევის გზებს. კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა იმ საგანგებო ნაბიჯებზე, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ამ პერიოდში გადადგა და რომლის შედეგადაც საქართველოს საფინანსო სისტემამ სირთულეებს თავი წარმატებით გაართვა.

შეხვედრის დასასრულს კობა გვენეტაძემ დეტალურად ისაუბრა საქართველოში EIB-ის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და ხაზი გაუსვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები