| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) –ფულადი გზავნილების შემოდინება მარტში მნიშვნელოვან მდგრადობას ინარჩუნებს. ჯერ სრული 2022 წლისათვის დასკვნების გაკეთება ადრეა, თუმცა აშშ დოლარში გამოხატული გზავნილების წინა წელთან შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც მატება არ გამოირიცხება. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინების შესაბამისად, ტურიზმის აღდგენის ტემპმა თებერვლის ბოლოსა და მარტში იკლო, ძირითადად რუსეთიდან და ბელორუსიდან ვიზიტორების ზრდა მნიშვნელოვანი დამაბალანსებელი ფაქტორია.
„ჩვენი სადღეისოდ არსებული შეფასებით, ამ გზით მიღებული გაწლიურებული შემოსავალი დაახლოებით 200 მილიონი დოლარი შეიძლება იყოს. ამ მხრივ, უძრავი ქონების ბაზარზე გაზრდილი აქტივობაც საყურადღებოა, თუმცა მთლიანობაში საპროგნოზო რაოდენობრივი შეფასება ჯერ კიდევ არაერთ დაშვებაზეა დამოკიდებული“ - განაცხადა “TBC-capital“-ის მთავარმა
ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ.
ძირითად მაკროეკონომიკურ პროგნოზებს რაც შეეხება, კვლავ მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინები უფრო სწრაფი, ვიდრე გადადებული გადაწყვეტის სცენართან არის ახლოს.
„ ასევე, წინა კვირისაგან განსხვავებით, სადღეისოდ ვფიქრობთ, რომ ლარის გამყარების ალბათობა გაუფასურებასთან შედარებით მეტია. გასულ კვირაში, ასევე ხელმისაწვდომი იყო საქსტატის მიერ გამოქვეყნებული თებერვლის საქონლით საგარეო ვაჭრობისა და წინა წლის მეოთხე კვარტალის ხელფასების მაჩვენებლები, რომლებიც უკრაინაში საომარ მოქმედებებამდე საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს“– განაცხადა ნადარაიამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss