| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) –აშშ-მ
მიიღო გადაწყვეტილება შეამსუბუქოს ტარიფები გაერთიანებულ სამეფოსთან ფოლადისა და ალუმინის გადაზიდვებზე. გაზრდილი ტარიფები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს 2018
წელს დაწესდა ეროვნული უსაფრთხოების სახელით,რომელმაც ურთიერთობები დაძაბა მოკავშირეებს შორის.
სანაცვლოდ ბრიტანეთი აუქმებს დამატებით გადასახადს,რომელიც ვრცელდებოდა ამერიკულ პროდუქტებზე, როგორიცაა ბურბონი და Levi’s
ჯინსები.
შეთანხმება ძალაში 1 ივნისს შევა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბიზნეს ჯგუფები დადებითდ აფასებენ.
შეთანხმების მიხედვით, აშშ ფოლადზე 25%-იან ტარიფს
კვოტირების სისტემით შეცვლის.
ეს პოლიტიკა საშუალებას მისცემს გაერთიანებული სამეფოს ლითონის იმპორტს ქვეყანაში გადასახადების გარეშე შევიდეს(კვოტით).
საერთაშორისო ვაჭრობის მდივანმა ანა-მერი ტრეველიანმა განაცხადა, რომ რეგულაციის მოხსნა კარგი ამბავია ფოლადის და ალუმინის სექტორებისთვის, რომლებიც ასაქმებენ 80,000-ზე მეტ ადამიანს
დიდ ბრიტანეთში.
”ეს ნიშნავს,
რომ ჩვენს მწარმოებლებს ახლა შეუძლიათ კვლავ ისარგებლონ აშშ-ს ბაზარზე უტარიფო წვდომით,” - თქვა ტრეველინმა.
წყარო:BBC
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss