| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 8 მულტინაციონალური ბატალიონი გვეყოლება ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, - სტოლტენბერგმა აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ძალების გაძლიერებაზე განაცხადა. ამასთან აღნიშნა ალიანსის ქვეყნების მოსალოდნელი გადაწყვეტილებაზე, ფინანსური დახმარების გაორმაგების შესახებ.
ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეებზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ამას რუსეთიც ეწინააღმდეგება, თუმცა განაგრძობს მუქარას. სტოლტენბერგმა რუსეთს დიპლომატიურ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდა. ასევე მიმართა ჩინეთს ჩაერთოს რუსეთის მიმართ სანქციებში და ღიად განაცხადოს უკრაინის მხარდაჭერაზე. მან არ გამორიცხა ჩინეთის მხრიდან რისეთის სამხედრო დახმარებაც.
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ", - ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსის ქვეყნების ჩართულობა უნდა გაიზარდოს, რათა თავი დაიცვას. ბირთვული რიტორიკის გარდა ნატოს აშფოთებს ცრუ ბრალდებები ნატოს მხრიდან ქიმიური იარაღით უკრაინის დახმარებაზე. ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთი იყო პირველი, რომელმაც ქიმიური იარაღის გამოიყენა სირიაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss