| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „რადგანაც რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ისეთი მძიმე არ არის, როგორი მოლოდინიც გვქონდა, ასევე როდესაც მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე საერთაშორისო ბაზრებზე ოპტიმიზმმა შედარებით მოიმატა, სავარაუდოდ, პროგნოზი 1 მილიარდი დოლარის დანაკარგზე, რაც ზოგიერთი წყაროს მიხედვით გაჟღერდა, ნაკლებად
რეალისტურია“ - განაცხადა ТВС-сарital-ის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ.
მისი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია დანაკლისი 2022 წლის ომამდელ სცენართან განიხილება, თუ 2021 წელთან შედარებით.
„ამდენად, 1 მილიარდიან დანაკარგს, მითუმეტეს რისი დაკომპენსირებაც არის საჭირო, უარეს სცენარშიც არ ველით. საქართველოს ეკონომიკის წმინდა დანაკარგი ჩვენი ბოლო შეფასებით 100-200 მლნ დოლარს არ უნდა აღემატებოდეს, რადგან ფულადი გზავნილების შემოდინება მარტში მნიშვნელოვან მდგრადობას ინარჩუნებს, ტურიზმის აღდგენის ტემპმა თებერვლის ბოლოსა და მარტში იკლო, მაგრამ მიგრაციის ეფექტია აქ მნიშვნელოვანი, ძირითადად რუსეთიდან და ბელორუსიდან ვიზიტორების ზრდა მნიშვნელოვანი დამაბალანსებელი ფაქტორია, ამ გზით მიღებული გაწლიურებული შემოსავალი კი დაახლოებით 100-200 მილიონი დოლარი შეიძლება იყოს“, — ამბობს ოთარ ნადარაია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss