ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რომელი პროფესიის კადრებს ეძებენ დამსაქმებლები
28 მარტი, 2022, 16:15
რომელი პროფესიის კადრებს ეძებენ დამსაქმებლები

თბილისი (GBC) - გასული წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის თებერვლის ჩათვლით დასაქმების პორტალ jobs.ge-ზე ჯამში 32 ათასზე მეტი ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 105%-ით მეტია, ხოლო 2019-2020 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 28%-ით მეტი. დასაქმების პორტალზე თვეში 5000-ზე მეტი ვაკანსია ქვეყნდება.

PMC-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დამსაქმებლების მხრიდან მაღალი ინტერესი ფიქსირდება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. სექტემბრიდან- თებერვლის ჩათვლით მსგავსი ვაკანსიების რაოდენობა წლიურად 40%-ზე მეტად გაიზარდა და 2000-ს გადააჭარბა.

7252 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრატორი/მენეჯერის პოზიციაზე. ეს ციფრი კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 123%-ით აღემატება, ხოლო 2019-2020 წელს კი 35%-ით.

ყველაზე ხშირად დამსაქმებლები ლოგისტიკის მიმართულებით ეძებენ კადრებს. სექტემბერ-თებერვალში მსგავსი სფეროს მიმართულებით 10 ათასზე მეტი ვაკანსია გამოქვეყნდა. წლიურად ეს მაჩვენებელი 129%-ით გაიზარდა, ხოლო პანდემიის დაწყებამდე პერიოდთან შედარებით ზრდა 22%-ია.

ტრადიციულად მაღალია მოთხოვნა გაყიდვების მიმართულებით. გაყიდვების სფეროს მიმრთულებით დასაქმების პორტალებზე თვეში საშუალოდ 1500 ვაკანსია ქვეყნდება.

თებერვალში ყველაზე მეტი ვაკანსია კი შემდეგი მიმართულებით გამოქვეყნდა - ლოგისტიკა - 1761; გაყიდვები - 1496; ადმინისტრატორი/მენეჯერი - 1161; ფინანსები - 785; ინფორმაციული ტექნოლოგიები - 417. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები