ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
2021 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.5%-ით გაიზარდა
30 მარტი, 2022, 11:29
2021 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.5%-ით გაიზარდა

Tbilisi (GBC) – 2021 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 45 946 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 23 911 ბიჭი და 22 035 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.2%-ით.

2021 წელს, დაბადებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ქ. თბილისში (14 979 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (263 ბავშვი).

ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი შემცირდა 38.0 %-დანდან 37.4 %-მდე, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 35.6%, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 25.8%-დან 26.4 %-მდე გაიზარდა.

2021 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.2 წლით განისაზღვრ.

2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.5 პროცენტით გაიზარდა და 59 906 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (17 922 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (874 კაცი).

2021 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9.0 პრომილე შეადგინა. 2021 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 10.0 პრომილე შეადგინა.

2021 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -13 960 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის.

2021 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 654 ერთეული შეადგინა, რაც 39.4 %-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები