ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ომის დროულად დასრულების შემთხვევაში ღვინის ინდუსტრია $87 მლნ-ს იზარალებს
5 აპრილი, 2022, 17:04
ომის დროულად დასრულების შემთხვევაში ღვინის ინდუსტრია $87 მლნ-ს იზარალებს

თბილისი (GBC) - ქართული ღვინის ექსპორტი - როგორც მოცულობით ასევე თანხაში - ბოლო წლებია სტაბილურ ზრდას აჩვენებს, თუმცა ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო ბაზრდას კვლავ რუსეთი რჩება. უკრაინაში ომის დაწყებამდე TBC კაპიტალი ელოდა რომ წელს ქართული ღვინის ექსპორტი 2021 წელთან შედარებით 11%-ით გაიზრდებოდა. მათ შორის 10%-იანი ზრდა იყო მოსალოდნელი რუსეთის ბაზარზე, უკრაინაში კი 9%-იანი. თუმცა ომის გავლენა ამ ინდუსტრიაზე ისეთივე იქნება როგორც სხვა სექტორებზე. კერძოდ, თუკი ომი დროულად დასრულდება არსებულ პროგნოზთან შედარებით ღვინის ექსპორტი 33%-ით შემცირდება, ომის დროში გაჭიანურების შემთხვევაში კი 44%-ით.

კერძოდ, შედარებით ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში დაგეგმილთან ზრდასთან შედარებით რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 38%-ით შემცირდება. რაც შეეხება უკრაინის ბაზარს - აქ ვარდმა 90% იქნება. ამავე სცენარით, ჯამში ომის გამო საქართველო 87 მლნ დოლარის ღვინის რეალიზებას ვერ მოახდენს.

რაც შეეხება მეორე სცენარს რომლის მიხედვით რუსულ კომპანიებს გადახდის პრობლემა წლის ბოლომდე ექნებათ - ქართული ღვინის ექსპორტი მოსალოდნელია რომ რუსულ ბაზარზე დაგეგმილ ზრდასთან მიმართებით 50%-ით შემცირდეს. ამასთან 14%-ით მცირდება ექსპორტი სხვა ქვეყნებში 3%-იანი ზრდის ნაცვლად. მეორე სცენარის მიხედვით ჯამში ქვეყანა 116 მილიონი დოლარის ღვინოს ვერ გაყიდის. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები