ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
01.10-მდე დაბადებულებს სკოლაში მიიღებენ
6 აპრილი, 2022, 14:25
01.10-მდე დაბადებულებს სკოლაში მიიღებენ

თბილისი (GBC) - ყველა ბავშვს ვინც დაბადებულია 1 ოქტომბრამდე შესაძლებლობა ეძლევათ სკოლებში წელსვე მივიდენენ. აღნიშნული ცვლილებით, წელს უკვე  2500 პირს შეეძლება სკოლას მიმართოს“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, მშობლების ძალიან დიდი მომართვიანობის საფუძველზე და რამდენიმე კვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, განათლების და მეცნიერების კომიტეტმა, სამინისტროსთან ერთობლივად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადაიწიოს დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი და პირს, რომელსაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდება სკოლებში წელს მივიდენენ.

 

„ვინაიდან პირველკლასელთა ელექტრონულ რეგისტრაციის ვადა ახლოვდება, კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, რათა მყისიერად შეძლოს სარგებლობა ყველამ ვინც ამ პერიოდამდე არის დაბადებული. აღნიშნულის პარალელურად, ჩვენ შევიმუშავეთ და ჩამოვაყალიბეთ სისტემური ხედვა საზოგადოებისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც შეეხება სკოლაში ბავშვების შეყვანის ასაკს. კარგად მოგეხსენებათ ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სკოლების რეაბილიტაცია, რაც გვაძლევს საშუალებას დამატებითი ადგილები შევქმნათ ჩვენი შვილებისთვის სკოლებში. ამიტომ, ჩვენი მიდგომა პირის სკოლაში შესვლის ასაკის გადახედვასთან დაკავშირებით, აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც შესაბამისი წესით, ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები