| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -საქართველოში
ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ზრდას განაგრძობს. კომუნიკაციების
კომიმსიის მონაცემებით, იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით, აბონენტების რაოდენობა
4.9%-ით გაიზარდა და ჯამში 985 ათასი შეადგინა. შედეგად მზარდია კომპანიების მიღებული
შემოსავალიც რომელმაც 1 თვეში 25.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიურად 8.2%-იანი ზრდაა.
ფიქსირებული
ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარბლებიდან უმეტესობა ფიზიკური პირია - იურიდიული აბონენტების
რაოდენობა მხოლოდ 47 ათასს შეადგენს, რაც წლიურად 4000 აბონენტით გაზრდილი მაჩვენებელია.
კომპანიების
მიხედვით აბონენტების რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება: ბაზრდის ლიდერი ტრადიციულად
კომპანიაა მაგთია - 48.6%; მას მოსდევს სილქნეტი - 30.6%; ახალი ქსელები - 6.1% და
სქაიტელი 5.2%. დანარჩენი წილი მცირე ოპერატორებს უკავიათ.
სილქნეტის
და მაგთის აბონენტები რაოდენობა წლიურად 4-4%-ით არის გაზრდილი. ახალი ქსელების
2%-ით, ხოლო სქაიტელის 17%-ით.
შემოსავლების
კუთხითაც ბაზრდის ყველაზე დიდი წილი მაგთის უკავია - 47.1%, მას მოსდევს სილქნეტი
33.9%-ით და ახალი ქსელები და სქაიტელი 4.3% და 5.2%-ით.
იურიდიული
პირი აბონენტების ARPU (საშუალოდ ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი) დიდად აღემატება
ფიზიკური პირი აბონენტების ამ მაჩვენებელს. კერძოდ ფიზიკური პირების შემთხვევაში კი
19.78 ლარს
შეადგენს, ხოლო იურიდიულის შემთხვევაში 152 ლარს.
ამასთან
დიდი სხვაობაა თბილისსა და რეგიონებს შორის - თუკი თბილისში ერთი აბონენტისგან კომპანიები
საშუალოდ 24.3 ლარს იღებენ, რეგიონებში ეს თანხა 16.2 ლარს შეადგენს. ინტერნეტ პროვაიდერები
რეგიონებში აბონენტებს ბევრად უფრო ხანგრძლივვადიან აქციებს სთავაზობენ უფრო დიდი ფასდაკლებით,
ვიდრე თბილისში, რა შესაბამისად აისახება ARPU-ზე.
ფიზიკური
და იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობა ჯამურად ტექნოლოგიების მიხედვით პროცენტულად
შემდეგნაირად ნაწილდება: FTTx - 87.7% xDSL - 2,1% Wi-Fi - 9,4%.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss