ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
14 კომპანიის საექსპორტო ღვინოებიდან ერთის დახარვეზდა
8 აპრილი, 2022, 13:28

თბილისი (GBC) - ღვინის ხარისხის კონტროლის მიზნით, 2022 წლის პირველ კვარტალში ინსპექტირება განხორციელდა ღვინის 25 კომპანიაში, აღებული იყო 83 ნიმუში, სერტიფიკატის გაცემაზე უარი ეთქვა 6 კომპანიას.

საინსპექციო კონტროლი სერტიფიცირებისათვის წარდგენილი საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან (ბოთლში დაფასოებული ღვინის პარტია) შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების Bureau Veritas და SGS-ის მიერ  ინსპექტირება გახორციელდა 14 კომპანიაში, სერტიფიკატი გაუუქმდა და ექსპორტზე უარი ეთქვა   ღვინის 1 კომპანიას.

რაც შეეხება ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკურ ტესტირებას, ჩატარდა 60 დეგუსტაცია. შემოვიდა 2585 ნიმუში. დადებითად შეფასდა 2445 ნიმუში, უარყოფითად - 140.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. სააგენტო აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ათეულ მილიონობით წარმოებული ბოთლი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.

--

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები