ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრმა MASDAR-თან ენერგოპროექტები განიხილა
8 აპრილი, 2022, 16:28
მინისტრმა MASDAR-თან ენერგოპროექტები განიხილა

თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიის ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის პროექტების შემდგომი განვითარების საკითხების განსახილველადაა ჩამოსული.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR შორის გასული წლის ბოლოს ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოში 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის (solar PV project) პროექტის ერთობლივ განვითარების თაობაზე. შეთანხმების თანახმად, მხარეებმა, მზის ელექტროსადგურის პროექტის შემდგომ განვითარების მიზნით, უნდა განახორციელონ ქმედებები ტექნიკური, კომერციული და ფინანსური მიმართულებებით.  

შეთანხმების ხელმოწერას წინ უღძოდა კომპანიამასდარი“- ინვესტიციების და ბიზნეს განვითარების დირექტორის ვიზიტი საქართველოში სადაც მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის საკითხები. კომპანია "მასდარიარაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგმუბადალასერთ - ერთ წამყვან კომპანიას წარმოადგენს და არის გლობალური ლიდერი განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ანვითარებს განახლებადი ენერგიის პროექტებს და აუმჯობესებს ინოვაციებს სუფთა ტექნოლოგიებში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები