ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
რეფინანსირების სესხებს covered ბონდები ანაცვლებს
12 აპრილი, 2022, 11:39
რეფინანსირების სესხებს covered ბონდები ანაცვლებს

თბილისი (GBC) – ცენტრალური ბანკის მიმოხილვით, ბანკების დავალიანება  3.7 მლრდ (რეფინანსირების  და 1-თვიანი სესხების ნაშთის ჯამი) ლარამდეა გაზრდილი.

 

1 აპრილის მდგომარეობით, რეფინანსირების სესხების ნაშთი 2.5 მლრდ ლარია (01.04.2021 – 1.2 მლრდ). ბანკებისთვის ლიკვიდობის მიწოდების ეს ინსტუმენტი სებ-ს ხმარებიდან ამოაქვს. მას COVERED BOND ჩაანაცვლებს.  ამოიწურა  სვოპების, 15 აპრილამდე გახანგრძლივებული ვადა. რომლითაც  მიკროსაფინანსოებიც სარგებლობდნენ.  ბოლო საანგარიშო თვეში  (თებერვალი) სებ-ს ბაზრისთვის $75 მლნ -ის  ლარი აქვს მიწოდებული.

 

ბაზარი რახანია ელის უძრავი ქონებით გამყარებული ფასიანი ქაღალდებსთვის COVERED BOND სავაჭრო მოედანს,  რომელიც  კაპიტალის ბაზარზე ერთ-ერთი  ყველაზე გრძელვადიანი და  ურისკო  ფასიანი ქაღალდია, დაცვის ორმაგი მაქნიზმით  კომერციული ბანკის  პასუხისმგებლობით და  უძრავი ქონებით, რომელიც ანაზღაურების  გარანტია, რომც  გაკოტრდეს ემიტენტი ბანკი.

 

პოტენციური ემიტენტები, საქართველოს ბაზარზე ყველაზე მსხვილი ბანკების ტოპ მენეჯერები Covered Bond-ით კაპიტალის ბაზარზე ცვლილებებს არ ელიამ , რადგან  ინვესტორი და ემიტენტი მხარეები კვლავ ბანკი, სახელმწიფო და ფონდი რჩება.  თუ ახლა საპენსიო დანაზოგების ბანკების დეპოზიტებშია და გადაინაცვლებს ბანკების ბონდებში.  ბანკები სესხებს სებ-ისგან პორტფელის უზრუნველყოფით თუ იღებენ, მომავალში  ბონდებს დააგირავებენ. როგორც ბანკირები ამბობენ  სებ-ი  ამით თავის რისკს იმცირებს .უფრო მაღალი ხარისხის გირაოს იღებს. ბანკირებს არ აქვთ იმედი, რომ Covered Bond-ით ლარის ახალ მსესხებელს მოიძიებენ.

 

ამ დროისთვის კაპიტალის ბაზარი  აქციებით, საერთაშორისო  ორგანიზაციების და კომპანიების ბონდებით, სახელმწიფო სახაზინო  ობლიგაციებით არის წარმოდგენილი და მშპ-სთან მიმართებით 15%-ს შეადგეს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები