| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2022 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, მგზავრთნაკადი 565%-ით, ხოლო
საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 3%-ით არის გაზრდილი
2022
წლის I კვარტლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 700 200 მგზავრს მოემსახურა,
რაც 565%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე,
ხოლო 2019 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის
აღდგენის მაჩვენებელი 69%-ს შეადგენს.
მიმდინარე
წლის პირველ სამ თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 507 050 მგზავრს.
ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 407%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის
აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 63%-ით დაუბრუნდა 2019 წელს
დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობის მაჩვენებელს.
2022
წლის I კვარტალში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა
121 470 მგზავრი. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37 047%-ს შეადგენს
(შარშან ამავე პერიოდში აეროპორტი 327 მგზავრს მოემსახურა). 2019 წლის პირველ კვარტალთან
შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი
77%-ს შეადგენს.
ბათუმის
საერთაშორისო აეროპორტი 68 474 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით 1635%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ
32%-ი შეადგინა. შესაბამისად აეროპორტის მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი
132%-ია.
რაც
შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია პირველი 3 თვის დაჯამებული მონაცემებით
1 407 მგზავრს მოემსახურა, რაც 307%-ით მეტია ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი
მგზავრების რაოდენობა და 13%-ით აღემატება პანდემიამდე, 2019 წლის I კვარტალში
მიღებული მგზავრების რაოდენობას. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ 3 თვეში 278 მგზავრი
მიიღო, რაც 168 მგზავრით მეტია (153%) ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული
მგზავრების რაოდენობა და 83 მგზავრით (+43%) აღემატება 2019 წელს მიღებული მგზავრების
რაოდენობას. 2019 წლის პირველ 3 თვესთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი
17%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით ზრდა 234%-ს შეადგენს.
აეროპორტი 1521 მგზავრს მოემსახურა.
2022
წლის I კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 3 978 რეისი განხორციელდა. აქედან
რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 2 996-ს, ხოლო ჩარტერების - 982-ს. 2021 წელს
განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისებმა მნიშვნელოვნად, 207%-ით
იმატა, ხოლო რაც შეეხება 2019 წელთან შედარებით შესრულებული ფრენების აღდგენის დინამიკას,
აღნიშნული მაჩვენებელი 76.50%-ს შეადგენს.
2022
წლის პირველ 3 თვეში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 4
483.077 ტონა შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 360.362 ტონა. შესაბამისად,
შარშანდელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 3%-ით არის გაზრდილი. ცნობისთვის, სამგზავრო საჰაერო
მიმოსვლისაგან განსხვავებით, COVID 19-ის გამო საქართველოში სატვირთო საჰაერო მიმოსვლა
არ შეჩერებულა.
საქართველოს
მსგავსად, საჰაერო მიმოსვლა გააქტიურდა სხვა სახელმწიფოებშიც. შესაბამისად, 2021 წლის
I კვარტალთან შედარებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება გაიზარდა 53%-ით,
2019 წელთან შედარებით კი შემცირდა 33%-ით. სულ გასულ სამ თვეში დაფიქსირდა 22 205
ერთეული გადაფრენა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში, საქართველოს საჰაერო სივრცეში
14 497 ერთეული გადაფრენა შესრულდა, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალში 33 183.
2022
წლის განვლილ 3 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო
ბაზარზე Turkish Airlines-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს და
90 258 მგზავრი ყავს გადაყვანილი. ამავე პროცენტული წილით (13%) მეორე ადგილზე დაბალბიუჯეტიანი
ავიაკომპანია Wizz Air-ი იმყოფება 89 442 გადაყვანილი მგზავრით.
რეგულარული
რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული
ასე გამოიყურება:
|
Turkish Airlines – 90 258 მგზავრი 13%; |
|
Wizz Air Hungary – 89 442 მგზავრი 13%; |
|
Pegasus – 70 470 მგზავრი
10%; |
|
Fly Dubai – 50 947 მგზავრი
7%; |
|
Belavia – 49 877 მგზავრი 7%; |
|
Azerbaijan Airlines – 27 866 მგზავრი 4%; |
|
Israir – 27 502 მგზავრი 4% |
|
Georgian Airways – 22
569 მგზავრი 3%; |
|
SkyUp Airlines – 21 884
მგზავრი 3%; |
|
Bees Airline – 21 399 მგზავრი 3%. |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss