ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საცალო სესხების დოლარიზაცია 37.4%-მდე შემცირდა .
13 აპრილი, 2022, 19:58
საცალო სესხების დოლარიზაცია 37.4%-მდე შემცირდა .

თბილისი (GBC) -  ფიზიკური პირების  პორტფელს ზრდის ტემპი  კვლავ მაღალ ნიშნულზეა - 16% -ს შეადგენს, მათ შორის სავალუტო დაკრედიტების წლიური მატება 3%-ს არ აღემატება.

სებ-ი დაკრედიტების 10-15%  ზრდას მიიჩნევს მდგრადად. კოეფიციენტი 24 თებერვლის შემდეგ შეიცვალა, ომის კრიზისის  გამოწვევების გათვალისწინებით. უკრაინაზე რუსეთის თავდახსმამდე მშპ-ს ზრდის მოცემულობაში, მარეგულირებლისთვის დაკრედიტების 20% -იანი ზრდაც მისაღები იყო, რადგან მშპ-ს სწრაფად აღდგენის პირობებში ინფლაციურ რისკებს არ აჩენდა.

რეფინანსირების განაკვეთის 11%-მდე გაზრდაც დაკრედიტების მოთოკვას ემსახურებოდა. სწორედ ეს არის გადაცემის მთავარი მექანიზმი. თუმცა ის სუსტება  გაძვირებული ლარის სესხების რეალობაში, რადგან  დოლარიზაციაა წახალისებული. თუ ეს რისკები რეალიზდება სებ-ი დამატებით  ზომებსაც ჩართავს.

როგორც იცით ჯერ კაპიტალის მოთხოვნა გაზარდა დოლარიზებულ პორტფელიანი ბანკებისთვის (არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი CICR). სავალუტო იპოთეკის ვადა დაამოკლა და  ბოლოს  დაამატა PTI –ის 50%-დან  25% -მდე შემცირება. რაც მსესხებლისთვის მეტი მეტი შემოსავლის მოთხოვნას ნიშნავს

რაც შემდგენაირად ახსნა, - ახლადამოქმედებული სავალუტო დაკრედიტების რეგულაციამ დედოლარიზაცია უნდა დააჩქაროს, რაც ნიშნავს რისკების შემცირებას.  ფიზიკური პირები შემოსავლის ზღვრის აწევამ ჭარბვალიანობას უნდა გადაარჩინოს.  ცვლადგანაკვეთიანი სესხებისთვის დამატებითი ბუფერის მოთხოვნა კი სებ-ის ანალიზით ყველაზე დროულია,  ევროს და დოლარის საპროცენტო განაკვეთების გლობალური ზრდის გათვალისწინებით.

25%-იანი სასესხო კოეფიციენტის  სახელფასო რეინჯის 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე გაზრდა და  იპოთეკის  განაკვეთის კი 3%-იანი ბუფერით  გადაიზღვევა, სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით იყო ინფლაციური მოლოდინების მოსათოკი  მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების რეკალიბრაცია  (პროცესი: ვაკვირდებით, ვამუშავებთ და ვიღებთ ზომებს, რისკები რომ  არ გადაიზარდოს ფინანსური სრტაბილურობის შერყევაში).

მთლიანი პორტფელი ჯერჯერობით 18% -იანი ზრდის ნიშნულზეა და 7% სავალუტოზე მოდის.

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, 01.03.2022 -ისთვის ბანკების საცალო პორტფელი ლარში 0. 4%პ-ით 21.99 მლრდ ლარამდეა გაზრდილი (01.01.2021 – 18,75 მლრდ) , აქედან   7.6 მლრდ ლარის სესხები უცხოურ ვალუტაშია, რომლის წილი საცალო პორტფელში 34.7%-ია.

ბანკები, პორტფელის დოლარიზაციით  

%                         

%                         

თიბისი

 53.8

 54.8

საქართელოს ბანკი

 51.9

 52.8

ლიბერთი

 21.4

 21.0

პროკრედიტ ბანკი

 71.9

 72.2

ყაროკომერციული ბანკები ( Q4/2021-Q3/2021).

წყარო: ბიზნესპარტნიორი

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები