ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტურიზმის შემოსავლების 44% რუს და ბელარუს ვიზიტორებზე მოდის
18 აპრილი, 2022, 16:10
ტურიზმის შემოსავლების 44% რუს და ბელარუს ვიზიტორებზე მოდის

თბილისი (GBC) - ტურიზმის შემოსავლები მარტში მკვეთრად გაიზარდა და 174.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა ეროვნული ბანკის მონაცემებით, რაც წინა წლის მონაცემს 6-ჯერ აღემატება და 2019 წლის მარტის დონის 71.3%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს არის შემოსავლების ყველაზე მაღალი აღდგენა 2019 წლის დონესთან შედარებით, მას შემდეგ რაც ტურიზმი განახლდა გასულ წელს.

G&T-ის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდის ნაწილი დაკავშირებულია მიგრანტების (რუსეთიდან, ბელორუსიიდან და უკრაინიდან) ხარჯებთან, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2022 წლის თებერვლის ბოლოს. შედეგად, რუსი, ბელორუსი და უკრაინელი ვიზიტორების დანახარჯების წილი ტურიზმის შემოსავლებში მარტში 44.6%-მდე გაიზარდა, 2022 წლის იანვარ-თებერვალში დაფიქსირებული დაახლოებით 30%-დან.

მიგრანტების გათვალისწინებით, ტურიზმის შემოსავლების 85%-ით აღდგენის ალბათობა გაიზარდა 2019 წლის დონესთან შედარებით, რაც ჩვენი საწყისი პროგნოზი იყო რუსეთუკრაინის ომის დაწყებამდე“, - განმარტავენ Galt&Taggart-ში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები