| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ლიკვიდურობის შეზღუდვა გამოიწვევს ბევრად უფრო დიდ პრობლემებს და შოკებს, ვიდრე არ შეზღუდვა, რადგან არ შეზღუდვით, როცა მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსია, ეს შეიძლება ფასით დარეგულირდეს: რეფინანსირების განაკვეთით ან იმ მარჟით, რომელიც შესაძლოა დაედოს სვოპებს, სხვადასხვა შემთხვევაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CEO-მ არჩილ გაჩეჩილაძემ ბიზნესპარტნიორში (საზმაუ).
მან
რეფინანსირების სესხების გაზრდილი პორტფელიდან მომდინარე საფრთხეების
უსაფუძლობაზეც აღნიშნა. მისი განმარტებით, ლიკვიდურობის მხარდამჭერი ნებისმიერი
რესურსი, რომელიც არსებობს, მნიშვნელოვანია, მათ შორის ლარში.
როგორც გაცხადდა,
სებ-მა ლარის ლიკვიდობის მიწოდების ერთი ინსტრუმენტი - ერთვიანი სვოპები შეწყვიტა,
მე-2 ვადით აღარ გაახანგრძლივა. უფრო ზუსტად, პანდემიაში ამოქმედებულ ინსტრუმენტს
ძირითადი და დამატებითი ვადა ამოწეურა. თუმცა
როგორც სებ-ში აცხადებენ, ბაზარს ლიკვიდობის მიწოდების სხვა ინსტრუმენტები რჩება,
მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესდაკრედიტების მხარდამჭერი, ასევე რეფინანსირების
ერთ-კვირიანი სესხები. მალე ბაზარზე
გამოჩნდება ქონებით უზრუნველყოფილი
ბონდებიც.
სვოპის გაუქმებით ბაზარს აპრილში ლარის ლიკვიდობა 238 მლნ ლარით შეუმცირდა . რეფინანსირების სესხების ნაშთი 14/04/2022-ისთვის 2.750 მლრდ ლარია
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss