| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Silknet-ის შემოსავლები გასულ
წელს ლარში 8.2%-ით, ხოლო დოლარში 4.4%-ით გაიზარდა - ზრდა 31 მლნ ლარია. ჯამში გასულ
წელს კომპანიამ 413 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო აქტივების მოცულობა 847 მლნ ლარს
აღწევს. TBC კაპიტალის მონაცემებით,
შემოსავლის ზრდა ძირითადად მობილურ სერვისებს უკავშირდებოდა, კერძოდ მობილური სერვისებიდან
შემოსავალი კომპანიას 9%-ზე მეტად გაეზარდა. თუკი 2020-ში კომპანიამ მობილური სერვისებიდან
183 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 200 მლნ ლარს გადასცდა.
მობილური
სერვისების გააქტიურებასთან ერთად მცირდება ფიქსირებული სატელეფონო მომსახურებიდან
მისაღები შემოსავლები და წლიურად კლება 13.8% იყო.
მიუხედავად
შემოსავლების ზრდისა კომპანიის ბაზრის წილი მცირედით შემცირებულია. კერძოდ, მობილურ
სეგმენტზე სილქნეტის წილი 0.7%-ული პუნქტით შემცირდა - ბაზრის ლიდერი კვლავ მაგთია.
ამასთან, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე სილქნეტის წილი 0.5%-ული პუნქტით შემცირდა,
ხოლო ტელევიზიის სეგმენტზე 0.1%-ული პუნქტით გაიზარდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss