| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – Bank of Georgia Group PLC-ის (BOGG)
ცნობით, საქართველოს ბანკმა 2021 წელი საცალო
მობილური აპლიკაციისა და ინტერნეტ
ბანკინგის პლატფორმის 921 ათასი აქტიური
მომხმარებლით დაასრულა, რაც წინა წელთან
შედარებით 21.2%-ით
გაიზარდა და რაც ბანკის აქტიური ინდივიდუალური კლიენტების ბაზის
59%-ს შეადგენს.
მათივე ცნობით, ორი წლის
წინ, ბანკის აქტიური ინდივიდუალური მომხმარებლების მხოლოდ 41% იყო ციფრულად აქტიური.
„ბოლო ორი
წლის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ
მნიშვნელოვანი ცვლილება
მომხმარებელთა ქცევაში,
ყოველდღიური აქტივობა
გადავიდა ჩვენს
მობილურ აპლიკაციაში, რაც ჩვენი
ციფრული პროდუქტების ხარისხისა და
მომხმარებლის გამოცდილებითაა გამოწვეული“, - აცხადებს ბანკის CEO, არჩილ გაჩეჩილაძე.
მისივე თქმით, ყოველდღიურ აქტივობაზე საუბრისას, საზომი, რომელსაც ისინი
ყურადღებით ადევნებენ
თვალს, არის
ყოველდღიური აქტიური
ციფრული მომხმარებლების, ყოველთვიურ აქტიურ
ციფრულ მომხმარებლებთან თანაფარდობა (DAU/MAU), რაც 2021 წლის დეკემბრის ბოლოს 44% იყო, 2020 წლის დეკემბერში 39% და 37% 2019 წლის დეკემბრისთვის.
მობაილ და ინტერნეტ ბანკის
ტრანზაქციების წილი
2021 მზარდი იყო და - 48% შეადგინა, რაც 2020 წელს
36% იყო.
ბანკი მომდევნო რამდენიმე
წელი ციფრული არხებით პროდუქციის გაყიდვების ზრდის პერსპექტივებსაც ხედავს.
დაიხვეწა და გამარტივდა
mBank/iBank -ი, მათ შორის კრედიტის
აღების თვალსაზრისით და ის უფრო მომხმარებელზე ორიექნტირებული გახდა, პლატფორმიდან
და აპლიკაციიდან ამოიღეს არასაჭირო საფეხურები, რათა პროცესი მომხმარებლისთვის ნაკლებ
შრომატევადი ყოფილიყო.
წლის ბოლოსთვის კი ბანკმა ციფრულ არხებში
სრულად
გადამუშავებული
დეპოზიტის
აქტივაციის
პროცესი
გახსნა.
გაჩეჩილაძის ცნობით, ამ ცვლილებებმა
გაზარდა
პროდუქტის
გაყიდვები
და
პროდუქტის
გადმოტვირთვის
კოეფიციენტი
30%-მდე
წლის
ბოლომდე,
რაც
2020 წლის
დეკემბერში
19%-მდე
იყო.
2021-ის ბოლოსთვის ამ ცვლილებებმა
გაზარდა
პროდუქტის
გაყიდვები
და
პროდუქტის
გადმოტვირთვის
კოეფიციენტი
30%-მდე, მაშინ როდესაც 2020 წლის დეკემბერში
ეს
მაჩვენებელი 19% იყო.
ბანკი 2022 წლის ივნისისთვის
ბოლოსთვის პროდუქტის მიზნობრივი განტვირთვის კოეფიციენტის 36%-მდე ზრდას გეგმავს და გაჩეჩილაძე იმედოვნებს, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება წლის ბოლომდე. „ჩვენი მიზანია
ვიყოთ
„მობილურები
პირველ
რიგში“
და
ჩვენ
ვაგრძელებთ
მუშაობას
ამ
მიმართულებით“, - აცხადებს ბანკირი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss