ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლებამოსილებები ეზრდება
11 მაისი, 2022, 15:38
ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლებამოსილებები ეზრდება

თბილისი (GBC) - პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით დაამტკიცა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები.

 

კანონპროექტი არეგულირებს რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის განახლების პერიოდულობასთან დაკავშირებულ საკითხებს. წარმოდგენილი ცვლილებებით, საზედამხედველო უწყებებს გაუჩნდებათ მკაფიო სამართლებრივი საფუძველი ელექტრონულად კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, აგრეთვე, კლიენტის მფლობელობის და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის წესის მისაღებად.

 

კანონპროექტით, ასევე, იზრდება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებები. კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

 

მომხსენებლის, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა უნდა განახლდეს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ, ნაცვლად 2 წლისა.

 

ცვლილებები შეეხება ზედამხედველი ორგანოებისთვის უფლებამოსილების მკაფიოდ განსაზღვრის საკითხსაც. კერძოდ, საზედამხედველო უწყებებს გაუჩნდებათ მკაფიო სამართლებრივი საფუძველი ელექტრონულად კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, აგრეთვე კლიენტის მფლობელობის და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის წესის მისაღებად.

 

პროექტი ითვალისწინებს იმ უწყებათა სიის გაფართოებას, რომლებისთვისაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შეუძლია საეჭვო ტრანზაქციის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის გადაგზავნა. გაიზრდება, აგრეთვე, იმ უწყებების სია, რომლებსაც შეუძლიათ მოითხოვონ ფინანსური მონიტორინგის სამსახურისაგან ინფორმაცია. გაფართოვდება იმ დანაშაულების სიაც, რომლებზეც ინფორმაციის მოთხოვნის უფლებამოსილება ვრცელდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები