| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
თბილისი (GBC) - დაკრედიტების ზრდის მაღალი ტემპი ნარჩუნდება. სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშით, მარტში, დეკემბერთან შედარებით, ზრდა არ შენელებულა. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, +18% -ია (Y.Y).
ფიზიკურ პირების დაკრედიტება 2 %პ-ით, 20.5% -მდე გაზრდილია. ბიზნესდაკრედიტება კი 2.4 %პ-ით, 15.5%-მდე შემცირებული.
II კვარტალში საბანკო სექტორის წარმომადგენლები მოთხოვნის მცირედით ზრდას ელიან. როგორც
იცით, სებ -ი დაკრედიტების
10-15% (Y.Y) -ზე
მეტით ზრდაში რისკებს ხედავს.
ომის კრიზისის გამოწვევების გათვალისწინებით. მკაცრი მონეტარული პოლიტიკა (განაკვეთი 11%) დაკრედიტების მოთოკვას ემსახურება. თუმცა
ძირითადად ლარის სესხები ითოკება, რადგან ძვირდება.
მპ ანგარიშში ისიც აღნიშნულია, რომ ლარის გაძვირების პირობებში, სავალუტო
სესხებზე მოთხოვნის გაზრდას სებ-იც მოელოდა.
უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების შეზღუდვისთვის მარეგულირებელმა ჯერ კაპიტალის მოთხოვნა გაზარდა დოლარიზებულ პორტფელიანი ბანკებისთვის, შემდეგ სავალუტო იპოთეკის ვადა დაამოკლა და ბოლოს დაამატა PTI –ის 50%-დან 25% -მდე შემცირება. რაც მსესხებლისთვის მეტი შემოსავლის მოთხოვნას ნიშნავს. თუმცა ძვირი ლარის პირობებში აღნიშნულმა პაკეტმა ჯერ მიზანი ვერ გაამართლა. მონეტარული პოლიტიკის მაისის ანგარიშით, მარტში სავალუტო პორტფელის ზრდა დაჩქარდა და ლარის შენელდა. სებ-ი უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო ნორმის, კვლავ 30%-მდე გაზრდას არ გამორიცხავს. სებ-მა ეს ნორმა პანდემიაშის 25%-მდე შეამცირა.
სებ-ი შედეგებს მე-2 კვარტალში ელის. სავალუტო დაკრედიტების რეგულაციამ დედოლარიზაცია უნდა დააჩქაროს. შემოსავლის ზღვრის აწევამ საცალო დაკრედიტებაც უნდა მოთოკოს. მარეგულირებელი ჭარბვალიანობის რისკებს ხედავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss