ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს ავიაფორუმში მონაწილეობს
17 მაისი, 2022, 17:58
საქართველოს ავიაფორუმში მონაწილეობს

თბილისი (GBC) - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება  საავიაციო ფორუმში - Routes Europe 2022 მონაწილეობს. 18-20 მაისს, ნორვეგიის ქალაქ ბერგენში საავიაციო ფორუმი ROUTES EUROPE 2022 გაიმართება. რიგით მე-16 ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 1200 დელეგატი, მათ შორის ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი მიიღებენ. საქართველოს ფორუმზე აეროპორტების გაერთიანება წარმოადგენს.

აეროპორტების გაერთიანების (UAG) ინფორმაციით, მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ROUTES EUROPE 2022-ზე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით გაიმართება პრეზენტაციები. ავიაფორუმი საშუალებას იძლევა, გლობალურ საავიაციო ბაზარზე, მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

სამდღიან ფორუმზე პირისპირ შეხვედრები გაიმართება ავიაციის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის. რათა შეჯერდეს ევროპის მასშტაბით სად, რა მიმართულებით და რა სიხშირით იფრინონ ავიაკომპანიებმა.

ROUTES EUROPE 2022  ასევე, განხილული იქნება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები. საუბარი შეეხება ავიაციისა და ტურიზმის სწრაფი გაჯანსაღების გზებსა და ახალი ბაზრების ხელშეწყობას.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები