ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საწარმოთა 84% ინტერნეტს იყენებს
გიგა თვაური
30 მაისი, 2022, 12:23
საწარმოთა 84% ინტერნეტს იყენებს

თბილისი (GBC) - გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოთა 84.2%-ს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 75.3 %ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ. ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს იმ საწარმოთა პროცენტულ განაწილებას ინტერნეტის სიჩქარის მიხედვით, რომელთაც ინტერნეტზე ჰქონდათ წვდომა 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:


2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოებში დასაქმებულთა 28.8 % იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებ-გვერდს ან ვებ-საიტს, განისაზღვრა 13.4 %.

 

 საწარმოები ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოცია-ლური ქსელი (Facebook, Linkedin და ა.შ.) – 31.1%, ხოლო საწარმოთა 67.9% საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის საშუალებებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები