ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-ის სტიპენდიანტი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე გიორგი გვასალიაა
1 ივნისი, 2022, 12:05
BOGG-ის სტიპენდიანტი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე გიორგი გვასალიაა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი აცხადებს, რომ განათლების ხელშეწყობას და აღნიშნული მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. წლევანდელი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის საქართველოს ბანკის სტიპენდიანტი უკვე ცნობილია.

ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, გიორგი გვასალია Texas A&M University-ში გაემგზავრება. ის სწავლას აშშ-ში აეროკოსმოსური ინჟინერიის 2 წლიან სამაგისტრო პროგრამაზე, აეროდინამიკისა და ძრავების მიმართულებით გააგრძელებს.

„საქართველოს ბანკსა და ფულბრაიტს შორის პარტნიორობა 2014 წელს დაიწყო. უკვე 8 წელია, აშშ-ს მთავრობასა და Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობა ახალგაზრდებს ყოველ წელს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსება მიიღონ. ჩვენი მხარდაჭერით აშშ-ში უკვე 8 ქართველი სტუდენტი გაემგზავრა, წელს კი ამ რიცხვს გიორგი გვასალიას სახელით კიდევ ერთი სტიპენდიანტი შეუერთდება. გვინდა მივულოცოთ გიორგის და წარმატებები ვუსურვოთ პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე. ჩვენი მიზანია, მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას მივცეთ შესაძლებლობა, სასურველ ადგილას მიიღოს უმაღლესი ხარისხის განათლება. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ განათლების მხარდამჭერი პროექტების ხელშეწყობას თუ განხორციელებას", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით,  ფულბრაიტის 2023-2024 წლის სამაგისტრო პროგრამაზე სასტიპენდიო განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. აპლიკაციების მიღება 2022 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ:  https://go.usa.gov/xHmfF

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები