ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ლურჯი მოცვის სეზონი გვიანდება, თუმცა საექსპორტო ბაზრები განსაზღვრულია
1 ივნისი, 2022, 15:04
ლურჯი მოცვის სეზონი გვიანდება, თუმცა საექსპორტო ბაზრები განსაზღვრულია

თბილისი (GBC) - საქართველოში ლურჯი მოცვის სეზონი მოახლოვდა. მოსავლის აღება ცოტა გვიანდება ცივი გაზაფხულის გამო და ერთ კვირაში დაიწყება. გამოცემა EastFruit მოცვის ექსპორტის პერსპექტივებს ადგილობრივ მეწარმეებთან განიხილავდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ამ სეზონზე მწარმოებლები გარკვეულ პრობლემებს ელოდებიან, ვინაიდან მათი პროდუქციის ძირითადი შემსყიდველი რუსეთია. დღეს მოცვის მწარმოებლები დარწმუნებული არიან, რომ რუსეთი ამ სეზონზეც ძირითადი მყიდველი იქნება.

თუმცა, ცოტა ხნის წინ ცოცხალი ხილის ბრიტანულმა სავაჭრო ასოციაციამ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ლურჯი მოცვის ქართველი მწარმოებლებისა და ბრიტანელი იმპორტიორების შეხვედრის შესახებაა საუბარი. აპრილში გამართული ამ საქმიანი შეხვედრის ორგანიზატორი იყო სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. შეხვედრაზე ქართული ლურჯი მოცვის ბრიტანეთის ბაზარზე გატანის პერსპექტივები განიხილეს.

ლურჯი მოცვის მწარმოებელი ქართული კომპანია Blue Bird–ის თანადამფუძნებლის ბაია სალუქვაძის თქმით, შეხვედრაზე ქართულ მხარეს ის მოთხოვნები გააცნეს, რაც ბრიტანელ მყიდველებს აქვთ პროდუქციის მიმართ. მათ შორის სერტიფიცირებისა და შეფუთვის სტანდარტები. მისივე თქმით, ეს გაცნობითი შეხვედრა იყო, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ყოველგვარი კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე.

„ლოგისტიკასა და მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გამო დღეს ბრიტანული ბაზარი ნაკლებად რეალისტურია ქართული ლურჯი მოცვისთვის. ამასთან, ბრიტანეთის ბაზარზე შესასვლელად საჭიროა არა მხოლოდ სერტიფიცირება, ხარისხი და შეფუთვა, არამედ კონკურენტუნარიანი ფასიც? დღეისათვის რუსეთის ბაზარზე უფრო მაღალი ფასებია, ვიდრე ევროპაში“, – ამბობს სალუქვაძე.

მეწარმეების პროგნოზით, მიმდინარე სეზონზე საქართველოში 1500–2000 ტონა ლურჯი მოცვი დაიკრიფება.

EastFruit–ის მონაცემებით, 2021 წლის სეზონის დასაწყისში 1 კგ ლურჯი მოცვი 30 ლარად იყიდებოდა, თუმცა სეზონის ბოლოს ფასი 10 ლარამდე დავარდა.ლარი გამყარდა რუბლი გაუფასურდა 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები