ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრემიერი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
1 ივნისი, 2022, 21:00

თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბრატისლავაში 2-4 ივნისს იმართება.

 მთავრობის მეთაური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოვა ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება. ირაკლი ღარიბაშვილი პანელურ დისკუსიაში მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

 ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე დაგეგმილი აქვს მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები