ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ინვესტორთა საბჭოს პრემიერთან შეხვედრა იქცა თეატრალურ წარმოდგენად
7 ივნისი, 2022, 11:34
ინვესტორთა საბჭოს პრემიერთან შეხვედრა იქცა თეატრალურ წარმოდგენად

 თბილისი (GBC)- საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში არ დაესწრება დღეს დაგეგმილ ინვესტორთა საბჭოს სხდომას, რომელსაც თავმჯდომარეობს პრემიერ მინისტრი, უსაფრთხოების სამსახურის მიერ რეზიდენტობის თვითნებური გაუქმების/ჩამორთმევის საკითხის დღის წესრიგიდან ბოლო წუთში მოხსნის გამო.

„ინვესტორთა საბჭოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრა იქცა თეატრალურ წარმოდგენად, სადაც ყველა განსახილველი საკითხი სხდომამდე წინასწარ იდგმება, მსახიობებს ეუბნებიან რა უნდა თქვან ან არ უნდა თქვან, და ყველა პრობლემური საკითხი, რომელმაც შეიძლება მთავრობა გაანაწყენოს, ამოღებულია დღის წესრიგიდან, რათა არ მოხდეს საკითხის განხილვა; წლებია, რეზიდენტობის ნებართვის საკითხი სისტემატურად წამოიჭრება ინვესტორთა საბჭოზე ICC-Georgia-ს მიერ და ყოველთვის, როცა საკითხი დგება, შეხვედრის წინ მისი დღის წესრიგიდან ამოღება ხდება“, - განაცხადა ფადი ასლიმ, ICC- Georgia-ს თავმჯდომარემ.

ამასთან, ICC-ში მიიჩნევენ, რომ 2013 წლიდან მოყოლებული უცხოური ინვესტიციები საქართველოში სრულ სტაგნაციაშია მთავრობის არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამო უცხოელი ინვესტორებისადმი;

უკვე წლებია, საქართველოში უსაფრთხოების სამსახური სისტემატურად ეუბნება უარს ბინადრობის ნებართვაზე უამრავ უცხოელ ინვესტორს, თვითნებურად აუქმებს ბინადრობის ნებართვებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მას შემდეგ რაც ეს ინვესტორები ინვესტიციებს განახორციელებენ ქვეყანაში, რამაც აიძულა ბევრი მათგანი ქვეყანა დაეტოვებინა და უარი ეთქვა საკუთარ ინვესტიციებზე. ამ პრაქტიკამ საქართველოს საშინელი რეპუტაცია შესძინა საერთაშორისო დონეზე და უცხოელი ინვესტორების უმეტესობა საქართველოს ახლა ინვესტიციებისთვის არასანდო და საშიშ ადგილად აღიქვამს. სანამ მთავრობა ამ პოლიტიკას არ შეცვლის, მანამ საქართველოში ცოტა უცხოური ინვესტიცია იქნება და უმუშევრობის და სიღარიბის დონე დარჩება მაღალი“, - განმარტავენ ICC-ში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები