ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი კონცეპტმა ხეთაგურის და სულაბერიძის გამოფენებს უმასპინძლა
7 ივნისი, 2022, 11:54
თიბისი კონცეპტმა ხეთაგურის და სულაბერიძის გამოფენებს უმასპინძლა

თბილისი (GBC) - თიბისი კონცეპტის სივრცემ, მარჯანიშვილის 7-ში, „ქოლგა თბილისი ფოტო 2022“-ის ფარგლებში, ორ გამოფენას უმასპინძლა. ფოტოგრაფ ვახო ხეთაგურის გამოფენამთის მიღმა“ 7 მაისს, ხოლო ხელოვან სანდრო სულაბერიძის გამოფენაგარე თვალით დამკვირვებელი“ 10 მაისს გაიხსნა.

 

ვახო ხეთაგური - დაიბადა 1989 წელს. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 2012 წელს სწავლობდა გურამ წიბახაშვილის ფოტოსკოლაში, 2013-2014 წლებში გაიარა სემინარები დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში იუსტინა მიელნიკევიჩის ხელმძღვანელობით. მუშაობს პერსონალურ პროექტებზე და თანამშრომლობს სხვადასხვა მედია გამოცემებთან. მისი ნამუშევრები არაერთხელ იყო გამოფენილი, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ვახოს პირველი გრძელვადიანი პროექტი არისცხოვრება რელსებზე”, რომელზეც დღემდე აგრძელებს მუშაობას.

 

სანდრო სულაბერიძე 1991 წელს დაბადებული მედია ხელოვანი და ფოტოგრაფია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს თბილისშიმისი ნამუშევრები ძირითადად სინათლის მნიშვნელობაზეაღქმასა და ინფორმაციის დინებაზეა. თავისი შემოქმედებით ის იკვლევს სინათლეს - როგორც ინფორმაციის, ენერგიის ყველაზე მნიშვნელოვან მატარებელს და აინტერესებს როგორ განსაზღვრავს ეს ყველაფერი ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას, როგორ არის აგებული ვირტუალური რეალობა და როგორ გვცვლის აღქმა.

 

გამოფენების ჭრილში გაიმართა საინტერესო შეხვედრები. 2 ივნისს, ვახო ხეთაგურთან ერთად შეხვედრას დაესწრნენ ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი დაქოლგა თბილისი ფოტო“- დამფუძნებელი ბესო ხაინდრავა. საუბარი შეეხო  ვახოს შემოქმედებას და გამოფენის ირგვლივ დისკუსიას. 3 ივნისს, თიბისი კონცეპტის სივრცემ უმასპინძლა შეხვედრას ხელოვან სანდრო სულაბერიძესთან და ირინა პოპიაშვილთან. ირინა პოპიაშვილი, კურატორი და თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის დამფუძნებელი და დეკანია. შეხვედრაზე ისაუბრეს სანდროს  შემოქმედებასა და გამოფენაზეგარე თვალით დამკვირვებელი“.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები