ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისის დაფინანსებით „ინნ ჯგუფის“ კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა
13 ივნისი, 2022, 12:31
თიბისის დაფინანსებით „ინნ ჯგუფის“ კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა

თბილისი (GBC) - ქუთაისში "ინნ ჯგუფის" უმაღლესი კლასის სასტუმრო - "ქუთაისი ინნ" გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას სამთავრობო სექტორის, ტურიზმის, ბიზნესისა და კულტურის სფეროების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სასტუმრო დაფინანსებულია „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში. პროექტის დასასრულებლად 15 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 5 მლნ ლარს შეადგენს.

„ქუთაისი ინნ“ 100 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს, რესტორანს, ბარს, საკონფერენციო და სპორტულ დარბაზებს აერთიანებს. სასტუმროში 85 ადამიანი დასაქმდება.

 „ინნ ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. მაღალი დონის სერვისითა და პროდუქტით ვცდილობთ, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონი და ქალაქი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს სასტუმრო ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება“, - ერეკლე კოკაია, „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი.

„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქუთაისში კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო გაჩნდა, რომელშიც ადგილობრივები დასაქმდებიან. თიბისისთვის რეგიონული განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ 45%-იანი წილით ტურიზმის სექტორის დაფინანსებაში ლიდერები ვართ.  ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, თიბისის მხარდაჭერით 44 სასტუმრო გაიხსნა, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში,“ - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 ჰოლდინგი „ინნ ჯგუფი“  2015 წელს დაარსდა და დღეისათვის ის 8 კომპანიას აერთიანებს, მათ შორისაა  4 მოქმედი სასტუმრო: „გუდაური ინნ“, „ივერია ინნ“, „ბაკურიანი ინნ“, „როიალ ინნ“ და 2 მშენებარე სასტუმრო: „ახალციხე ინნ“ და „გორი ინნ“.

 მოქმედი და მშენებარე სასტუმროების დასრულების შემდეგ, ჯგუფის მართვაში ჯამში  4 და 5 ვარსკვლავიანი კატეგორიის 800 ნომერზე მეტი იქნება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები