ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
MBC –ი ბანკებისგან ₾15 მლნ-ს მოიზიდავს
14 ივნისი, 2022, 17:29
MBC –ი  ბანკებისგან ₾15 მლნ-ს მოიზიდავს

თბილისი (GBC) MBC-ი  ლარის ობლიგაციებს უშვებს.  მისო  ფასიან ქაღლდებს 4 ბანკს  (საქართველოს ბანკი, თიბისი, ბაზისბანკი, პაშა ბანკი) სადაზღვევო კომპანიას და  კერძო ინვესტორს  სთავაზობს. ბანკებთან შეთანხლება უკვე მიღწეულია და ფასი ზუსტდება. 

მისოს დამფუძნებლის და დირექტორის გია პეტრიაშვილის ინფორმაციით,  MBC –ისთვის ოპტიმალური განაკვეთი 15%-ია.  ბანკებისთვის უფრო მაღალ პროცენტად გასესხეებააა მიმზიდველი და ამ დროისთვის  პოტენციურ კლიენტებთან,  მისოს ინტერესებს, მისი ბროკერი საინვესტიციო ბანკი  G&T -ის იცავს.

ემისიის პროსპექტის მომზადება და შუამავალი საინვესტიციო ბანკის სხვა მომსახურებები  MBC-ის 150 000 ლარი უჯდება (ემისიის 1%).  30 000 ევროს კი  რეიტინგის განახლებისთვის გაიღებს. Scope Rating-მა 3 წლის წინ მიანიჭა რეიტინგი და  განახლებისთვის ხარჯი ყოველწლიურად გასაღებია.

MBC –ის EBRD –ისგან 100 000 – 200 -000 ლარამდე  გრანტის მოსაპოვებლად  საკონკურსო განაცხადი წარდგენილი აქვს. თუმცა ამისიას მაინც განახორციელებს, თუნდაც ვერ მოიპოვოს დაფინანსება.

ემისიის  ხარჯების თანადაფინანსებისთვის  გრანტის  მოპოვების მსურველთა რეგიტრაცია 27 აპრილს  დაიწყო, ივლისის ბოლომდე სრულდება  და 10-მდე გამარჯვებული კანდიდატი შეირჩევა (ამ დროისთვის  შეტანილი აქვს 10-ს) https://bit.ly/3L9qOcm

პროექტს  G&T-იEBRD-ის და ევროკავშირის მხარდაჭერით, BDO Georgia-სთან ერთად ახორციელებს (დეტალური ინფორმაცია https://bit.ly/3vyi897 ) (წყარო: G&T-ი & ბიზნესპარტნიორი)


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები