| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – 1 ივლისს საქართველოს ბანკის წლიური
საერთოი კრება იმართება, სადაც მელ კარვილის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის
პორტზე დანიშვნას ეყრება კენჭი.
მან Bank of Georgia Group PLC-ის (BOGG) დირექტორთა
საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე 10 მარტიდან ნილ ჯანინი ჩაანაცვლა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის 2020 წლის წლიურ ანგარიშში
წარმოდგენილი მემკვიდრეობის დაგეგმვის პროცედურებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის
კორპორატიული მართვის კოდექსის თანახმად ნილ ჯანინმა, ამავე დღეს დატოვა ჯგუფის დირექტორთა
საბჭოს წევრის თანამდებობდა. ის ასევე ტოვებს საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს
წევრის თანამდებობასაც.
საბჭოში უცვლელი რჩება დანარჩენი 7 წევრი.
ამავე კრებაზე უნდა გადაწყდეს ბანკის მიერ 142.5 მლნ
ლარის მოგების განაწილებაც, საიდანაც 70.5 მლნ ლარი ნახევარწლიური დივიდენდის სახით
უკვე განაწილებულია, დანარჩენი თანხა კი თითო ჩვეულებრივ აქციაზე 2.5737 ლარი, საბოლოო დივიდენდის სახით განაწილდება. აქციონერებისთვის დივიდენდის გადახდის დაწყება კი
5 ივლისიდან მოხდება.
10 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ბანკის აქციების
მთლიანი რაოდენობა 27,993,660 - ია, საიდანაც 10,173 აქცია ხაზინაშია განთავსებული.
შესაბამისად, ხმის უფლება 27,983,487 აქციას აქვს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss