| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი(GBC) - ორშაბათს, 20 ივნისს, თბილისსა და საქართველოს
რეგიონებში აქცია „შინ ევროპისკენ“
გაიმართება. ძირითადი აქცია,
რომელიც „სირცხვილიას“ და სამოქალაქო
მოძრაობების ორგანიზებით იმართება, თბილისში,
რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ 20:00 საათზე დაიწყება.
როგორც სოციალურ ქსელში ორგანიზატორების
მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ
სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.
21:00 საათზე, აქციის მონაწილეები
მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.
„სირცხვილიას“ წევრი ნოდარ რუხაძე
აცხადებს, რომ 20 ივნისს, 20:00 საათზე, ელოდებიან საქართველოს ყველა მოქალაქეს პარლამენტის
წინ. მისი თქმით, ეს აქცია იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის, რათა სტრატეგიულ პარტნიორებს
კიდევ ერთხელ დავანახოთ ერთობა.
ასევე, როგორც მან აღნიშნა, ამ
შეკრების მიზანია, „ევროპელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა
გააკეთეს ევროპული არჩევანი“.
თბილისის გარდა, 20 ივნისს საპროტესტო აქციები საქართველოს
სხვა ქალაქებშიც გაიმართება: 18:00 საათზე ზუგდიდში, 19:00 საათზე ბათუმში
და 15:00 საათზე ქუთაისში.
ანალოგიური შინაარსის შეკრებები გაიმართება ევროპის ქალაქებში: ლონდონი, პრაღა, ჰანოვერი, პარიზი, ბუდაპეშტი,
ბერლინი, ჰამბურგი, შტუტგარტი, რეიკიავიკი, ათენი და ბრიუსელი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss