ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს ეკონომიკა ჯერ უძლებს
20 ივნისი, 2022, 18:07
საქართველოს ეკონომიკა ჯერ უძლებს

თბილისი (GBC) - . ჩვენი პროგნოზით, წელს ეკონომიკური ზრდა 4.1%-იდან 2.9%-მდე შემცირდება. ვარდნა ძირითადად განპირობებულია მაღალი ინფლაციისგან, რომელსაც თან ერთვის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობა, გლობალური მიწოდების ჯაჭვის ხარვეზები და რა თქმა უნდა ამ ყოველივეს ამძაფრებს მიმდინარე ომი უკრაინაში და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მაინც გვაქვს პოზიტიური სიახლეები. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ეკონომიკამ განსაკუთრებული მდგრადობა აჩვენა. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 5.5%-ს მიაღწევს, რაც საწყისი პროგნოზის 2.5%-ის გაუმჯობესებული მაჩვენებელია", - განაცხადა  სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების განხილვაზე 

 

ივნისის ანგარიშში ვრცლად მიმოიხილავს მიმდინარე გლობალური ეკონომიკური პირობების პირველ სისტემურ შეფასებას 70-იანი წლების სტაგფლაციასთან შედარებით. ანგარიში მიუთითებს, თუ როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია სტაგფლაციას განვითარებად ქვეყნებზე. 70-იანი წლების სტაგფლაციის შემდგომ აღდგენას საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა დასჭირდა წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფინანსური კრიზისების სერიაში მზარდი და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

 

ანგარუშში  უახლესი ანალიზია, თუ როგორ აფერხებს ენერგორესურსების ბაზრებზე ომით გამოწვეული შედეგები გლობალური ზრდის პერსპექტივას. მაღალი ფასები ენერგორესურსებზე შეამცირებს რეალურ შემოსავალს, გაზრდის საწარმოო ხარჯებს, გაამკაცრებს ფინანსურ პირობებს და შეზღუდავს მაკროეკონომიკურ პოლიტიკას - განსაკუთრებით ენერგორესურსების იმპორტიორ ქვეყნებში.


"გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების" ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს  გამძლეობაზე. ქვეყნის
 ეკონომიკა ჯერჯერობით სიმტკიცეს ავლენს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის 5.5%-მდე  გაიზარდა მარტში ნავარაუდევი 2.5%-დან.


შეხვედრის ფოტოები: 





მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები