ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრემიერი ყატარშია და შეიხს ხვდება
21 ივნისი, 2022, 13:09
პრემიერი ყატარშია და შეიხს ხვდება

თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყატარში ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. ის ყატარის ემირს შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა.

 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობა განიხილეს, კერძოდ, საქართველოს კატარის სახელმწიფოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, რაც ეკონომიკური დიპლომატიის დღის წესრიგის უმთავრესი პრიორიტეტია.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის, მნიშვნელოვანი ვიზიტები განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით, რაც დადებითად აისახა საქართველოსა და კატარის სახელმწიფოების კიდევ უფრო დაახლოებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

 

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს არსებული მჭიდრო და მეგობრული კავშირების განვითარებაზე ყველა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის და სხვა.

 

პრემიერ - მინისტრმა მადლობა გადაუხადა კატარის ემირს ფორუმზე მიპატიჟებისთვის და საქართველოში მიიწვია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები