| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისის მხარდაჭერით, ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, 2 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. 24, 25 და 26 ივნისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Open Air გაიმართება.
Tbilisi
Open Air 2022-ის ჰედლაინერი ბრიტანული ინდი როკ ჯგუფი Alt-J იქნება, რომლის
მთავარი წარმდგენი თიბისია. ჰედლაინერები ასევე არიან ამერიკული დრიმ პოპ ბენდი
Cigarettes After Sex და ცნობილი უკრაინული როკ-ჯგუფი Okean Elzy. ფესტივალში ასევე
მონაწილეობენ: Rhye, Molchat Doma, Ajja, Acid Pauli, Robag Wruhme, Konstantin,
Bedford Falls, MokuMoku, Konoba. ღონისძიებაში სულ 70-მდე შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას.
2022 წელს
თიბისის არსებობის 30 წელი შეუსრულდა. თიბისი 30-ის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი
ღონისძიება ჩატარდა და მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულება ახალი თაობის
მხარდაჭერაა. თიბისი ზრუნავს ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობაზე.
ის უკვე არაერთი წელია მხარს უჭერს Tbilisi Open Air-ს და ფესტივალთან ერთად წარმატებულ,
ფერად დღესასწაულს ქმნის. თიბისისთვის მნიშვნელოვანია მუსიკალური კულტურის განვითარება
და ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერა, სწორედ ამ მიზნებს ემსახურება Tbilisi Open
Air-თან 13 წლიანი მეგობრობაც.
Tbilisi
Open Air 2022 ტრადიციულად ლისის საოცრებათა
ქვეყანაში გელოდებათ. წელს, ყველასთვის საყვარელ ფესტივალზე მისასვლელად, 24, 25 და
26 ივნისს 14:00 საათიდან მეტრო უნივერსიტეტის მიმდებარედ, City Box-ის ტერიტორიიდან
ფესტივალის მიმართულებით იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი. მიკროავტობუსი გაჩერდება ფესტივალის
მთავარ შესასვლელთან, საიდანაც საფეხმავლო ბილიკით გეითებთან მოხვდებით. ეს ერთადერთი
გზაა ფესტივალის ტერიტორიაზე შესასვლელად.
ბოლო მიკროავტობუსი მეტრო უნივერსიტეტიდან გადის ღამის 01:00 საათზე, უფასო
ტრანსპორტის მოძრაობა ფესტივალის ტერიტორიიდან ქალაქის მიმართულებით წყდება ღამის
02:00 საათზე.
შემოუერთდი
ფესტივალს ადრე! მოდი ფეხით ან ველოსიპედით!
განტვირთე მოძრაობა, იზრუნე სხვებზე და მიიღე სიამოვნება საყვარელი არტისტების შესრულებით.
Tbilisi
Open Air 2022 ელოდება თითოეულ თქვენგანს!
მარშრუტის
სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს:
https://www.facebook.com/tbilisiopenair/posts/pfbid0Dx1Fj2w8st8Wrvw3yjKiEvUh2dxcsgKuiNwaAiZqD8FWRVbDqLeLy84pHqCR5xWxl
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss