ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
IT მიგრაცია ბელარუსიდან – სპეციალისტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა საქართველო არჩია
24 ივნისი, 2022, 14:05
IT მიგრაცია ბელარუსიდან – სპეციალისტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა საქართველო არჩია

თბილისი (GBC)- 2020 წლის შემდეგ ბელარუსის IT–სექტორი სპეციალისტების მასობრივი გადინების მეორე ტალღის მომსწრეა. ინტერნეტ გამოცემამ devby.io დაითვალა, დაახლოებით რა რაოდენობის IT-სპეციალისტმა დატოვა ბელარუსი და რომელი ქვეყნები არჩიეს მათ საცხოვრებლად და სამუშაოდ.

 გამოცემის დაანგარიშებით, 2020 წლის შემოდგომიდან, როდესაც ბელარუსში ანტისამთავრობო საპროტესტო ტალღა იყო აგორებული, ქვეყანა 20 ათასზე მეტმა IT-სპეციალისტმა დატოვა.

 უკვე მეორე წელია, dev.by ანკეტები IT-სპეციალისტებს შორის აფიქსირებენ ბელარუსიდან გადასახლების მსურველთა რაოდენობის ზრდას. თუ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აგორებული პროტესტის დროს ანკეტირებულ სპეციალისტთა 15% გამოთქვამდა ქვეყნის დატოვების სურვილს, 24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მიგრაციის მსურველთა რაოდენობა 26,8%–მდე გაიზარდა.

 ბელარუსი სპეციალისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნებია საქართველო, პოლონეთი, უკრაინა, უზბეკეთი და ლიეტუვა.

 საქართველო ბელარუსი სპეციალისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი 24 აგვისტოს შემდეგ გახდა. ისინი როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა პატარა ქალაქებში დასახლდნენ და აგრძელებენ მუშაობას.

საქართველოს შსს–ის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყვებიდან სამ კვირაში საქართველოში ბელარუსის 15 777 მოქალაქე შემოვიდა. devby.io–ს დაანგარიშებით, მათი დიდი ნაწილი სწორედ IT-სპეციალისტია.

 ასევე არსებობს მონაცემები, რომელთა თანახმად მაისში 250–მა ბელარუსმა IT–სპეციალისტმა გამოხატა საქართველოში გადასახლების სურვილი. devby.io–ს წყარომ Itransition–დან აცნობა, რომ კომპანიის ბელარუსული სტაფიდან საქართველოში 750–800 სპეციალისტი გადასახლდა. არხზე, რომელზეც iTechArt საქართველოში თავისი ოფისის გახსნის შესახებ ჰყვებოდა, გამომწერთა რაოდენობა 475–ს შეადგენდა. საქართველოში თავისი ოფისები შემდეგმა ბელარუსულმა კომპანიებმა გახსნეს: EPAM, IBA, Exadel, SOFTSWISS.  საქართველოში ბელარუსული IT–თემის ჩატში 3 000 მონაწილეა გაერთიანებული.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები