| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- 2021 წელს საქართველოში წყალმომარაგებით
საქმიანობას ახორციელებდა 25 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული
წყლის მოცულობამ 210.1 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 8.3%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო
2.63 მილიონი ადამიანი (71.3 %), რაც 2.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მოსახლეობის წილი 2015-2021 წლებში:
2021
წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა წინა წელთან
შედარებით 1.8%-ით
გაიზარდა და 1.9 მილიონი (51.5 %) შეადგინა, ხოლო ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე
მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა 0.3%-ით და 1.36 მილიონი (მთლიანი მოსახლეობის
37.0%) შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია წყალარინების ქსელზე მიერთებული მოსახლეობის წილი 2015-2021 წლებში:
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss