ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბაქოს დეკლარაციის გასაფორმებლად საქართველო არ მიიწვიეს
27 ივნისი, 2022, 14:09
ბაქოს დეკლარაციის გასაფორმებლად საქართველო არ მიიწვიეს

თბილისი (GBC) - ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის მინისტრების პირველი სამმხრივი შეხვედრა ორშაბათს, 27 ივნისს გაიმართა, რომლის გახსნისას აზერბაიჯანის მთავარმა დიპლომატმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


ბაირამოვმა აღნიშნა, რომ შეხვედრის მიზანია რეგიონული კავშირების გამყარება ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობებით იმ საკითხებში, რომლებიც ამ ქვეყნების ინტერესებში შედის.


მინისტრის თქმით, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის შესაძლებლობების გაფართოება.


„ჩვენ ახალი რეალიები განვიხილეთ, რომლებიც აზერბაიჯანის მიერ სომხეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების გათავისეფლებამ შექმნა. ზანგეზურის დერეფანი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ევროკავშირი–თურქეთი–აზიის მარშრუტის მიმართულებით“, – განაცხადა ბაირამოვმა.


შეხვედრის მონაწილე მინისტრებმა ბაქოს დეკლარაცია გააფორმეს.


„დღეს პირველად გავაფორმეთ სამმხრივი თანამშრომლობის დეკლარაცია. ძალიან მნიშვნელოვნად და პერსპექტიულად მიგვაჩნია ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა. ბაქოს დეკლარაცია, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყველა ამ შესაძლებლობის გაფართოებაში“, – თქვა ბაირამოვმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები