| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აშშ–ისა და ირანის წარმომადგენლების პირდაპირი მოლაპარაკებები კატარის დედაქალაქ დოჰაში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Iran International ავრცელებს.
სავარაუდოდ, მოლაპარაკებები 2–3 დღე გაგრძელდება. ამერიკის დელეგაციას პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ირანის საკითხებში რობ მალი ხელმძღვანელობს, ირანის დელეგაციას კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალი ბაგერი–ქანი. შუამავლის როლს ბირთვული გარიგების აღორძინების საკითხებზე მოლაპარაკებებში ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი ენრიკე მორა ასრულებს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ჟოლზეფ ბორელმა ტვიტერზე დაწერა: „ჩემი გუნდი დღეიდან დოჰაში იმყოფება აშშ–ირანის წარმომადგენლების პირდაპირი მოლაპარაკებების კოორდინირებისა და შემსუბუქების მიზნით“.
მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსეინ ამირ აბდოლახიანმა თურქმენეთში ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სანქციების მოხსნა იმ შემთხვევაში გამოიღებს შედეგებს, თუ აშშ–სა და ევროპის ქვეყნებს რეალისტური მიდგომები ექნებათ.
„ჩვენ მზად ვართ სტაბილური და მყარი შეთანხმების მისაღწევად“, – ციტირებს მინისტრს IRNA.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss