| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - II
კვარტალში გამოკითხული კომპანიების ძირითადი ნაწილი (59%) ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის
ომს ან/და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მათი კომპანიის შემოსავლებზე გავლენა არ
ექნება. 25% ფიქრობს რომ შემოსავლები შემცირდება, 2%-ის აზრით კი ძალიან შემცირდება.
Bag-ის
და pmcg-ის მიერ
ჩატარებული კვლევის მიხედვით, სექტორებს შორის, შემოსავლების შემცირებას ყველაზე
მეტად მრეწველობის სექტორში მოელიან (39%-ის აზრით მოკლევადიან პერიოდში შემოსავლები
შემცირდება), ხოლო ყველაზე ნაკლებად მშენებლობის სექტორში (18%). იმ კომპანიებს შორის,
რომლებსაც მოკლევადიან პერიოდში შემოსავლების შემცირების მოლოდინი აქვთ, შემოსავლების
შემცირება ძირითადად 1-20%-ს შორის მერყეობს (58%), 29%-სთვის აღნიშნული შუალედი
21-40%-ია, 8%-სთვის 41-60%, ხოლო 4%-სთვის 81-100%.
II კვარტალში გამოკითხული
კომპანიების უმრავლესობა (70%) ფიქრობს, რომ რუსეთუკრაინის ომს ან/და რუსეთისთვის დაწესებულ
სანქციებს კომპანიაში დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელებაზე გავლენა არ ექნება.
17% კი ფიქრობს, რომ დაგეგმილი ინვესტიციები შემცირდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss