| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – რუსული სახელმწიფო ენერგოგიგანტის „გაზპრომის“ აქციების ფასი მოსკოვის ბირჟაზე ხუთშაბათს, 30 ივნისს, 30%–ით დავარდა. The Insider–ის ცნობით, ასეთი ვარდნის მიზეზი გაზის მონოპოლისტის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმად 2021 წლის დივიდენდები არ გაიცემა.
ვაჭრობის დასაწყისში კომპანიის ერთი აქციის ფასი 300 რუბლს შეადგენდა. დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება მოსკოვის დროით 11:46 საათზე გამოქვეყნდა, რის შემდეგაც მკვეთრად დავარდა აქციების ფასი და მინიმალურ პიკზე ფასი 30%–ით – 207,69 რუბლამდე შემცირდა. ამის შემდეგ ბირჟამ კომპანიის ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა შეწყვიტა.
ამასთან, „გაზპრომმა“ ტოპ–მენეჯერებისთვის პრემიების დარიცხვაზე უარი არ თქვა. თუმცა პრემიების მოცულობაზე კომპანიის მიერ გავრცელებულ რელიზში არაფერია ნათქვამი.
დივიდენდებს
არც სბერბანკი გასცემს. ასეთი გადაწყვეტილება ყოველწლიურ შეკრებაზე მიიღეს, რითაც ბანკის
სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციას დაუჭირეს მხარი, 2021 წლის დივიდენდების არგაცემასთან
დაკავშირებით. ბანკის დივიდენდები 2000 წლის შემდეგ პირველად არ დარიგდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss