| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – დიდი ბრიტანეთი, კანადის მსგავსად, რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაციას და შემდეგ ამ რესურსის უკრაინისთვის გადაცემას ამირებს. The Guardian–ის ცნობით, ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა.
„ამ კონცეფციას მე მხარს ვუჭერ. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვართ ამ მიმართულებით. კანადამ ფაქტობრივად ესესაა მიიღო კანონი, რომელზეც ჩვენ შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებთან ერთობლივად ვმუშაობთ. მე, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ამ იდეას. უბრალოდ ამ საკითხის ყველა დეტალი უნდა დავამუშაოთ“, – ციტირებს ბრიტანული გამოცემა ტრასს.
მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ბრიტანეთის პარლამენტს ახალი კანონის მიღება მოუწევს, რომელიც ჩანაფიქრის განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს. თუმცა, დასძენს მინისტრი, შესაძლებელია ამის გარეშეც განხორციელდეს კაპიტალის გადაცემა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამოღებული სახსრები შეიძლება ან კერძო პირებს შეიძლება გადაეცეს ზარალის ანაზღაურების სახით, ან უკრაინის ხელისუფლებას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss