| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მთავრობის სხდომაზე „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ" განიხილეს. მიკრობანკის კანონით განსაზღვრული მანდატი იქნება დააკრედიტოს სამეწარმეო და სოფლის მეურნეობის სექტორი.სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნაკლებად ელის მიკრობანკის კანონპროექტში ₾200 000 -იანი ზღვარი გაჩნდეს, მას შემდეგ რაც პარლამენტში ინიცირდება (ამ დროისთვის ცვლილებებს ეკონომიკის სამინისტრო განიხილავს).
სებ-ის ინფორმაციით, მიკრობანკის საზედამხედველო ტვირთი უფრო მსუბუქია, მ.შ. კაპიტალის ნაწილსში. დეპოზიტების ნაწილს ზედამხედველი საერთოდ არ ეხება. თუმცა როგორც ბაზრის წარმომადგენლები აცხადებენ ანაბრის მოზიდვაც 15 000 ლარით არის შემოსაზღვრული, რასაც დეპოზიტების დაზღვევის ფონდი მთლიანად აზღვევს.
რეალური ბიზნესის დამკრედიტებელი მისოები (MBC, კრისტალი, თბილბიზნესკაპიტალი ...), რომლებიც მიკრობანკად გარდაქმნას გასული წლის ნოემბრიდან ელიან (როცა აღნიშნული კანონი უნდა შემოსულიყო) საპარლამენტო განხილვისას არსებით ცვლილებას არ ელიან. მიკრობანკისთვის სავალუტო დაკრედიტება სრულად შეზღუდულია. არა მხოლოდ ₾200 000-მდეც.
შეგახსენებთ, ბანკებისთვის და სესხის გამცემი სხვა ყველა სუბიექტისთვიოს სავალუტო სესხზე ₾100 000 ზღვარი მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრობისას დაწესდა და სამოქალაქო კოდექსში 12/2018-ის მორიგი ცვლილებით ₾200 000 -მდე გაზრდილი განაკვეთით, მაჭავარიანის მინისტრობისას ამოქმედდა. მიკროსაფინანსო სექტორს სამოქალაქო კოდექსის უგულებელყოფა და მიკრობანკისთვის სავალუტო დაკრედიტების შეზღუდვა უსამართლოდ მიაჩნია.
სებ-ი
პოტენციურ მიკრობანკებს ჰპირდება, რომ ლიცენზიის აღებას წელსვე შეძლებენ. როგორც
იცით, ამ დროისთვის მისოს მხოლოდ საკრედიტო პროდუქტები გააჩნია, ისიც მწირი
არჩევანით. არ შეუძლია ანაბრის მოზიდვა, არც კლიენტისთვის ანგაერიშის
გახსნას. მისო მომხმარებელთან საბანკო ანგარიშის მეშვეობით
ურთიერთობს. მიკრობანკად გარდაქმნის შემთხვევაში კი სასესხო პროდუქტებს
დაამატებს და სადეპოზიტოც გაუჩნდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss