ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ეკონომიკის ზრდის მოლოდინი 6%-ზე გაცილებით მაღალია
4 ივლისი, 2022, 17:32
ეკონომიკის ზრდის მოლოდინი 6%-ზე გაცილებით მაღალია

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ეკონომიკის სწრაფი ტემპით აღდგენაზე აცხადებს.

„მაისში დაფიქსირდა 11.6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო 5 თვის ეკონომიკური ზრდა 11.2%-ია, რაც მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია იმ პოზიტიურ მოლოდინებთან შედარებით, რომელიც გაცხადებული გვქონდა. თქვენ იცით, რომ მიმდინარე წელს, ნავარაუდევი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს იყო იმ პირობებში, როდესაც ჯერ არ იყო ის გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელიც შეიქმნა ჩვენს რეგიონში, კერძოდ, რუსეთის შეჭრის შედეგად უკრაინის ტერიტორიაზე. ბუნებრივია, ამან ჩვენი გეგმები შეცვალა, თუმცა პირველი ხუთი თვის მონაცემებით, ეკონომიკის აღდგენის ტემპი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა გასული წლის ბოლოს, მიმდინარე წლის დასაწყისში. ამ მიმართულებით, შესაძლოა, მოგვიანებით გადავხედოთ ჩვენს პროგნოზებს მაშინ, როდესაც გვექნება მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი. ეს, სავარაუდოდ სექტემბრის თვე იქნება. მანამდე, ჩვენ სექტორულად ვაკვირდებით ეკონომიკის განვითარების ტემპს. იქიდან გამომდინარე, რომ მოლოდინები არის საკმაოდ მაღალი, ვიდრე 6%-იანი ეკონომიკური ზრდაა, დაახლოებით, აგვისტოს ბოლოს, გვექნება შესაბამისი პროგნოზები მიმდინარე წელთან მიმართებით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები