ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თურქეთ–სომხეთის საზღვრის გახსნა სომხეთს საქართველოზე დამოკიდებულებას შეუმცირებს
5 ივლისი, 2022, 11:10
თურქეთ–სომხეთის საზღვრის გახსნა სომხეთს საქართველოზე დამოკიდებულებას შეუმცირებს

თბილისი (GBC) - სომეხი პოლიტოლოგი არმენ პეტროსიანი წერს, რომ ვენაში პირველ ივლისს გამართულ მოლაპარაკებებზე თურქეთისა და სომხეთის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს ორი მიმართულებით. მისი თქმით, პირველი არის თურქეთ–სომხეთის სახმელეთო საზღვრის გახსნა მესამე ქვეყნების მოქალაქეებისათვის, ხოლო მეორე ქვეყნებს შორის სატვირთო ავიამიმოსვლის უმოკლეს ვადებში დაწყება.

ექსპერტის აზრით, პირველი საკითხი გულისხმობს საზღვრის ორივე მხარის მომზადებას, მესაზღვრეებისა და მებაჟეების განთავსებას და გამშვები პუნქტების ორგანიზებას.

ამავე დროს პეტროსიანი აღნიშნავს, რომ სომხეთის მხრიდან სახმელეთო საზღვრის გახსნით შეიძლება ისარგებლონ სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა, ან იმ თანამოქალაქეებმა, რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. 

მეორე საკითხს რაც შეეხება, არმენ პეტროსიანის აზრით, ეს უფრო ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს ეხება, რომლებიც თურქეთთან ვაჭრობას აწარმოებენ. მისთვის ჯერ უცნობია, რამდენად მოთხოვნადი იქნება ეს მიმართულება, ავიატრანსპორტის სიძვირის გამო, თუმცა ასეთი შეთანხმების არსებობა  სულ მცირე იმიტომაა დადებითი, რომ სომხეთი შეამცირებს საქართველოს ტრანზიტზე დამოკიდებულებას ფორს–მაჟორული სიტუაციების შემთხვევაში. 

პოლიტოლოგის აზრით, თურქეთის მხრიდან ამ მიმართულებებით გადასადგმელი ნაბიჯები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მის შემდგომ ურთიერთობებზე რუსეთთან და დასავლეთის ზეწოლაზე. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები