| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მიუხედავად
იმისა რომ ბოლო წლებში ეროვნული ბანკის მიერ მიღებული კანონის მიხედვით უძრავი ქონების
ფასდადება ლარშია სავალდებულო, ტრანზაქციების 69% მაინც დოლარში ხორციელდება. TBC
Capital-ის მონაცემებით,
2021 წელს ტრანზაქციების უმეტესობა სწორედ დოლარში განხორცეილდა.
„უძრავი
ქონების ბაზრის მაღალი დოლარიზაციის გამო, ლარის გაუფასირებისას ფასები ბევრად სტაბილურია
დოლარში ვიდრე ლარში“, - განმარტავენ TBC Capital-ში.
ამასთან,
გასულ წელს უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციების 39% იპოთეკური სესხის მეშვეობით განხორციელდა.
შესაბამისად საპროცენტო განაკვეთს იპოთეკაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ბაზრის ცვლილებაზე.
იპოთეკების უმეტესობა - 77% თბილისზე მოდის, მაშინ როდესაც მაგალითად ბათუმში ეს მაჩვენებელი
7.4%-ია. ბათუმის ბაზრის სპეციფიკა იმიტაც აიხსნება, რომ ადგილზე უძრავ ქონებას უმეტესად
უცხოელები ყიდულობენ, რომლებსაც თანხის ერთიანი გადახდა ურჩევნიათ. იპოთეკებზე დაწესებულ
შეზღუდვებს ასევე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა უძრავი ქონების ბაზარზე - კერძოდ
2019 წელს ბაზარმა კლება აჩვენა - რისი მიზეზიც სესხებზე დაწესებული ჭერი იყო. თუმცა
უძრავი ქონების ბაზარი სწრაფი ტემპით იზრდება და ის უკვე აჭარბებს 2019 წლის მონაცემს,
მიუხედავად პანდემიური ჩავარდნისა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss