ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კონკურენციის სააგენტო ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს
8 ივლისი, 2022, 16:23

თბილისი (GBC) - ევროკავშირის მხარემ საქართველოს მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის მიღება დადებითად შეაფასა

ბრიუსელში,  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-2 თემატური ჯგუფის რიგით მეშვიდე სხდომა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა - ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის   წესრიგის   ფარგლებში   ნაკისრი   ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველო-ევროკაშირს შორის  დიალოგისა და განხორციელებული პროცესების შეფასებას.


აღნიშნული მიმართულებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ, კომპეტენციის ფარგლებში,  განხორციელებული საკითხების წარდგენის,  დიალოგში მონაწილეობის მიზნით, სხომაში მონაწილეობა მიიღო კონკურენციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სოფიო მომცელიძემ. 


ევროკავშირის მხარემ, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა დადებითად შეაფასა. შეხვედრაზე მთავარი  ყურადღება დაეთმო და ხაზგასმით აღინიშნა - საქართველოს მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მიღების  და ამ მიმართულებით აღსრულების დაწყების მნიშვნელობას.

მონაწილეებმა, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს შემდეგი ძირითადი საკითხები: სამრეწველო და საწარმოების პოლიტიკა, სამთო-მოპოვებითი საქმიანობა;    ტურიზმი;    კორპორაციული სამართალი და კორპორაციული  მმართველობა; მომხმარებელთა პოლიტიკა;  საგადასახადო პოლიტიკა და ა.შ. ასოცირების შეთანხმების ინსტიტუციური მექანიზმის მიხედვით, დარგობრივი თემატური ჯგუფების შეხვედრები  ყოველწლიურად იმართება.


შეხვედრაში მონაწილეობდნენ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით ბუჯიაშვილი და სხვადასხვა, შესაბამისი უწყებების წარმოადგენლები.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები