ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
Fitch -მა „კრისტალის” გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი სტაბილურად შეაფასა
11 ივლისი, 2022, 12:40
Fitch -მა „კრისტალის” გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი სტაბილურად შეაფასა

თბილისი (GBC) - გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა განახლებული საკრედიტო რეიტინგი გამოაქვეყნა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ გრძელვადიანი პროგნოზი როგორც სტაბილური (B- Stable) შეაფასა. აღსანიშნავია, რომ რეგიონში განვითარებული კრიზისების მიუხედავად, კომპანიამ საერთაშორისო რეიტინგში პერსპექტიული საფინანსო და საოპერაციო პროფილი შეინარჩუნა.

Fitch Ratings-მაკრისტალისსტაბილურობა სხვადასხვა პარამეტრით განსაზღვრა. მათ შორის საკვანძო მაჩვენებლებს კომპანიის მიერ მისი აქტივების ხარისხისა და კაპიტალის პოზიციის ოპტიმალური მართვა წარმოადგენდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომკრისტალმააქტივების ხარისხის გაუმჯობესებისა და დაფინანსების ხელმისაწვდომობის კუთხითაც მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. ამასთან, ხაზგასმულია პანდემიის პერიოდში კომპანიის მენეჯმენტის მიერ გადადგმული პროაქტიული ნაბიჯები, საკრედიტო რისკების ეფექტიანი მართვა და კაპიტალის მდგრადობა. საგულისხმოა, რომ 2022 წელსკრისტალისკაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელმა 20,3% შეადგინა, რაც რეგულაციურ ზღვარს 5,3-%-ით აჭარბებს.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ დამაჯერებელი შედეგები მიღწეული იყო დაფინანსების მართვის თვალსაზრისითაც, რასაც ხელი შეუწყოკრისტალისწარმატებულმა პარტნიორობამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ადგილობრივ ბანკებთან.

„Fitch Ratings-ის სტაბილური შეფასება ცხადყოფს, რომ კომპანია გლობალური თუ რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი სირთულეების მიუხედავად, მდგრადად ვითარდება. ეს საშუალებას გვაძლევს, კვლავაც გავაგრძელოთ ფოკუსირება საერთაშორისო ინვესტიციების ხელსაყრელი პირობებით მოზიდვაზე, ხელი შევუწყოთ ნაკლებ-შემოსავლიან მსესხებლებს, მათ ბიზნესებს, მცირე მეწარმეობის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას“ - აღნიშნავს კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია.

კრისტალი“ Fitch–ის რეიტინგის მფლობელი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია რეგიონში. კომპანიას საერთაშორისო რეიტინგი პირველად 2017 წელს მიენიჭა

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები